კონსულტაცია ოტო-რინო-ლარინგოლოგთან

კითხვა: გამარჯობა, ბავშვს აქვს ყურის ანთება საკმაოდ რთულ ფორმაში (მე ასე ვფიქრობ), დამყავს ექიმთან მაგრამ შედეგს დიდად ვერ ვნახულობ, უკვე ერთი კვირაა ძალიან ტკივა, დანიშნული ქონდა თავიდან ოტიპაქსი მაგრამ ვერ უშველა და ყურში ჩირქი ჩაუდგა, შემდეგ დაუნიშნა ზიტროქსი, ბორასიდი და ნუროფენი, ამანაც ვერ უშველა უკვე 3 დღეა ამ დანისშულებას მივსდევთ, დღეს ისევ მყავდა ექიმთან და ნემსები დაუნიშნა სენტრამი 0,75 _იანი, ძალიან მეშინია და რა ვქნა არ ვიცი, ვენდო ექიმს თუ არა. ბავშვი 8 წლისაა ყურს გასიებისგან დეფორმირება აქვს მიღებული
პასუხი:

მოგესალმებით!  ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის ზევით ასაკის პაციენტებს. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ თქვენი შვილის მკურნალი ექიმის   კომპეტენციაში ,  ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ  ბავშვთა კლინიკას ან ოტო-რინო-ლარინგოლოგიის განხრით მომუშავე სხვა კლინიკას.  შესაძლოა ეს  იყოს ყბაყურა ჯირკვლის ანთება  ამიტომ , კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაივლით ბავშვთა  ინფექციონისტთანაც ,რათა გამოირიცხოს ---ყბაყურა . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა