კითხვა: გამარჯობა.ჩემი შვილი წლისა და ორი თვისაა,შუბლი მაგიდას მიარტყა,კოპი ამოუვიდა ცივიდა დავადე მაგრამ სიწითლე აქვს დარტყმის ადგილას და საშიში ხომ არ არი?მაშინ ცოტა იტირა მაგრამ გვიან ღამე აღებინა და უკვე შემეშინდა.
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ ბავშვმა მიიღო თავის მსუბუქი ტრავმა.
აუცილებელია, პრევენციის მიზნით, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს. შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი აპარატურული კვლევები (რენტგენი).
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!