კოქსართროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ჩემს ახლობელს ჰქონდა წელის ტკივილები,ექიმთან გამოკვლევამ აჩვენა,რომ გამოწვეულია ბარძაყის სახსარში სითხის გამოშრობით.დაუნიშნა მკურნალობა.ტკივილებმა გაუარა,მაგრამ დაკოჭლდა. რატომ დაკოჭლდა? გთხოვთ მირჩიოთ მკურნალობის მეთოდი,რომლითაც ეს პრობლემები მოგვარდება ან ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, მენჯ–ბარძაყის სახსარში სითხის განლევისას, ვიტარდება კოქსართროზი, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას.
ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ იჩინა თავი კოჭლობამ.
დღესდღეობით კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ასეთი ოპერაციები მაღალ დონეზე და წარმატებით, ამასთანავე ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა