კითხვა: კითხვა მაქვს უროლოგთან (ბავშვთა) ბავშვი არის 3 წლის არ აღენიშნება სათესლე ჯირკვალი მარცხენა. გავუკეთეთ ექოსკოპია მცირე მენჯის ღრუს ჯირკვალი არ მოიძებნა ასევე ორჯერ გავუკეთეთ კომოპ. ტომოგაფია ვერც ამთ ვერ დაზუსტდა არის თუ არა საერთოდ. ეხლა მსურს გავუკეთო მაგნიტურ რეზონანსული კვლევა. იქნება თუ არა ეს საბოლოო კვლევა რომ ზუსტად მქონდეს პასუხი? ძალიან გთხვთ მიიღეთ პატარა პაციენტები კარგად ჩერდება გადაღების დროს.
პასუხი:

მოგესალმებით,
კრიპტორქიზმი – ასე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული.
იშვიათად სათესლე ჯირკვლები ჩვეულ გზას გადაუხვევენ და უჩვეულო ადგილას იდებენ ბინას. მათ ექტოპიურ სათესლე ჯირკვლებს ვუწოდებთ. სათესლე შეიძლება გამოვიდეს საზარდულის არხიდან და ავიდეს ზევით, გადაინაცვლოს ბარძაყისკენ ან შორისში.
კრიპტორქიზმის კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია. ბავშვს უმეტესად ასაკის შესაბამისი ჰორმონული ფონი აქვს, იბადება დროულად, ნორმალური წონით, მაგრამ სათესლე მაინც არ ჩამოდის.
თანამედროვე თვალთახედვით, ერთი წლის ასაკისთვის მკურნალობა უკვე დაწყებული უნდა იყოს, წლინახევრისთვის კი დამთავრებული, რადგან ამ ასაკის შემდგომ, შესაძლოა ისე იყოს დაზიანებული, რომ შვილოსნობის ფუნქცია აღარ ჰქონდეს.
წესით მრტ-მ უნდა მოგცეთ საბოლოო პასუხი იმაზე ,აქვს თუ არა ბავშვს სათესლე ჯირკვალი მცირე მენჯის მიდამოში ,თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი პედიატრის და ბავშვთა ქირურგის ერთობლივი ,შეჯერებული მოსაზრების გაზიარება .
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !    

გამოაგზავნეთ შეკითხვა