მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის მეზოადენიტი;
- რა იწვევს მეზოადენიტს;
- მეზოადენიტის სიმპტომები;
- მეზოადენიტის დიაგნოსტირება;
- მეზოადენიტის მკურნალობა.
მეზოადენიტი, მეზენტრული ადენიტი ან მეზენტერული ლიმფადენიტი, მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოხატულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. იგი იწვევს ანთებასა და შეშუპებას მუცლის ლიმფურ კვანძებში.
ლიმფური კვანძები შეიცავენ სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებსაც ლიმფოციტები ეწოდებათ. ისინი ჩვენი სხეულის ლიმფური სისტემის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციის სრულფასოვნებაში.
დაავადების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ისეთი კლინიკური კვლევები როგორიცაა:
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია.
მეზენტრული ადენიტის სიმპტომებია:
- ტკივილი მუცლის ქვედა მარჯვენა ნაწილში;
- ცხელება
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- ზოგადი სისუსტე;
- წონის კლება.
რაც შეეხება მკურნალობას, ჩვეულებრივ, მეზოადენიტი განკურნებადია მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ხოლო ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ბაქტერიული ინფექცია, შეიძლება დასჭიდეთ ანტიბიოტიკოთერაპია. ასევე, ინიშნება ტკივილის შემამსუბუქებელი მედიკამენტები.
უმჯობესია, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. შესაბამისად, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!