კითხვა: მაინტერესებს პროთეზირება რამდენი წლის ასაკიდან ხდება??
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ კიდურის პროთეზირებაზე, მოგახსენებთ, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია პროთეზის დამზადება,თუმცა ცხადია ის ვერ იქნება მუდმივი და ბავშვის ზრდა–განვითარებასთან ერთად , საჭირო იქნება მისი ცვლა.
პროთეზებს ამზადებენ სპირიდონ კედიას ქუჩაზე არსებულ საწარმოში, ეს ქუჩა მდებარეობს, ა.წერეთლის და თევდორე მღვდლის ქუჩის გადაკვეთაზე, დიდუბის ეკლესიის და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისმიმდებარედ.
გეგმიურ პროთეზირებასთან დაკავშირებით ფინანსური საკითხები უნდა გაარკვიოთ ადგილზე, უშუალოდ პროთეზირების შემსრულებელ ორგანიზაციაში.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!