სარძევე კბილები - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გმადლობთ რომ ასეთი კარგი პროექტი არსებობს...მყავს წლის და ექვსი თვის გოგონა და მხოლოდ 2 კბილი აქ.ძალიან ვნერვიულობ.
პასუხი:

მოგესალმებით!
პირველი სარძვე კბილების ამოჭრა 6-7 თვის ასაკში ხდება, თუმცა შესაძლებელია უფრო ადრე ან უფრო გვიან, 12 თვის ასაკშიც კი ამოვიდეს. 2-3 წლის ასაკისათვის თქვენს შვილს 20-ამდე სარძევე კბილი უნდა ქონდეს. ხოლო 6-12 წლის ასაკში ისინი ეტაპობრივად მუდმივი კბილებით უნდა ჩანაცვლდნენ. როგორც წესი პირველად ქვედა ყბის ცენტრალური 2 კბილი გამოჩნდება ხოლმე, შემდეგ ზედა ცენტრალური და მას გვერდითი კბილები მიყვება. სწორად და დროულად ამოჭრილი სარძევე კბილები ბავშვის სახის ფორმირებას და ჯანსაღი მუდმივი კბილების სწორ ამოჭრას უწყობს ხელს. ბევრ ბავშვს ერთ წლამდე არ ამოსდის კბილები, ამიტომ სანერვიულო არაფერია.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა