მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის კრიპტორქიზმი;
- ოპერაციის პრინციპი.
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს. შესაბამისად, გიპასუხებთ ანალოგიურად.
კრიპტორქიზმი თანდაყოლილი დაავადებაა და ის სათესლე პარკში ცალი ან ორივე ჯირკვლის ჩამოუსვლელობას ნიშნავს.
სათესლეები უმეტესად იმ გზაზე ჩერდებიან, რომელსაც ისინი ბუნებრივად გაივლიან:
- მუცლის ღრუდან სათესლე პარკამდე;
- საზარდულის არხში ან საზარდულის არხის გარეთა ხვრელთან.
სათესლე ჯირკვალი ოდესმე შესაძლოა მკურნალობის გარეშეც ჩამოვიდეს პარკში, მაგრამ ისე იყოს დაზიანებული, რომ შვილოსნობის ფუნქცია აღარ ჰქონდეს.
თანამედროვე თვალთახედვით, ერთი წლის ასაკისთვის მკურნალობა უკვე დაწყებული უნდა იყოს, წლინახევრისთვის კი დამთავრებული.
ოპერაციის მთავარი პრინციპი ისაა რომ, გამოთავისუფლდეს:
- სათესლე ჯირკვლის სისხლძარღვები;
- თესლგამომტანი სადინარი.
რათა ჯირკვალი თავისუფლად ჩამოვიდეს და დაფიქსირდეს პარკში.
აუცილებელია, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
თუ თქვენი შეკითხვა მოზრდილს ეხება, ამ მიზნით შეუძლია, მობრძანდეს ჩვენი კლინიკის უროლოგიურ განყოფილებაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაუწევს დახმარებას. ხოლო, თუ პაციენტი ბავშვია, მიმართეთ ასაკობრივ კლინიკას.
გაითვალისწინეთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/urologia/34
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!