მოგესალმებით,
კუდუსუნის ძვლის მოტეხილობის დროს, თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყება, მოხდება ძვლის არასწორი ფიქსაცია, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სწორი ნაწლავის დაზიანება.
ამ დროს ვითარდება ტკივილი კუდუსუნის ძვლის საპროექციო არეში მცირე შესივებით. შესაძლოა მცირედი იმბიბიციაც (ქსოვილების სისხლით გაჟღენთა).
საზოგადოდ, დაჟეჟილობა-დაჭიმულობის მკურნალობა 2-3 კვირას მაინც მოითხოვს, მოტეხილობის კი – თითქმის თვენახევარს.
დისკომფორტისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:
- შეარჩიეთ პოზა, რომელიც შეგიმსუბუქებთ ზეწოლას კუდუსუნის ძვალზე;
- არ იჯდეთ დიდხანს და გაუნძრევლად;
- ჯდომისას გამოიყენეთ რბილი ბალიში.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა, დამოკიდებულია მოტეხილობის სირთულეზე. ამიტომ, უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მოგეწოდოთ უშუალო ვიზიტის დროს.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!