კითხვა: გამარჯობა, წლებია ლოყებზე მაქვს კუპეროზი, სხვადასხვა დერმატოლოგებმა დამინიშნეს ცნობილი ფრანგული ბრენდების კრემები, არც ერთს ოდნავადაც არ გაუბაცებია ფერი, დემოდეკოზი არ მაქვს. ვერიდები ლაზერს, ნაწიბურების მეშინია(თან გარკვეული ხნის შემდეგ ისევ იჩენს თავს), ერთმა მირჩია პილინგი, პილინგი რას იზამ ს ? როგორც მითხრეს, კუპეროზი განუკურნებელია, ეს კრემები თუ არაეფექტურია, რიღასთვისაა? რა პროცედურას მირჩევთ და კრემს? მზეს ვერიდები, დიეტას ვიცავ. წინდაწინ დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
კუპეროზი - კანის სისხლძარღვოვანი დაავადებაა, გამოვლინდება ძირითადად სახის კანზე, აგრეთვე ქვემო კიდურებზე გამოხატული კაპილარული ქსელით. გაფართოებული სისხლძარღვების ფერი ვარირებს ღია ვარდისფერიდან მუქ მოლურჯო-წითლამდე და წარმოადგენს არასასიამოვნო კოსმეტოლოგიურ დეფექტს.
ეს პრობლემა გვხვდება ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. მიზეზია კანის კაპილარების კედლების ელასტიურობის დარღვევის გამო ადგილობრივად სისხლის შეგუბება.
რისკ-ფაქტორებიდან მთავარია:

  • ფიზიკური დატვირთვა;
  • მაღალი და დაბალი ტემპერატურა;
  • ულტრაიისფერი სხივები;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ჰორმონული კონტრაცეპტივები;
  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის პათოლოგიები;
  • კოსმეტიკური საშუალებები;
  •  მემკვიდრეობითობა. 

ჩვენი კლინიკა, არ არის დაკავებული ესთეტიკური მედიცინით და შესაბამისად რაიმე რჩევას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა