მოგესალმებით!
ანტიბიოტიკებით მკურნალობა, დანიშნული უნდა იყოს აუცილებლად მკურნალი ექიმის მიერ, რადგან ძირითადად იწვევს ანტისხეულების წარმოქმნის დაქვეითებას, ასეთ დროს ინფექციურ პროცესს თან ახლავს სუსტი იმუნური პასუხი, რომელსაც არ შეუძლია ინფექციის მოქმედების დამოუკიდებლად განეიტრალება.
რაც შეეხება კვებას, თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ბავშვები ზუსტად იმდენს ჭამენ რამდენიც მათ ორგანიზმს ესაჭიროება და ძალდატანება არაა სასურველი, ამით შესძლოა გამოიწვიოთ ფსიქოლოგიური ტრავმა.
ეცადეთ მისი კვების პროცესი ხალისიანი გახადოთ, მოერიდეთ კონფლიქტს, ეცადეთ კვება სასიამოვნო პროცესი იყოს.
დააკვირდით, იქნებ რომელიმე საკვებზე აქვს პრეტენზია და არა უშუალოდ კოვზზე.
არ არის სწორი მიდგომა, როგორც თქვენ აღნიშნეთ „დამშევა“, ეცადეთ მეტად ლოიალური იყოთ, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, ზუსტად იცის რა უნდა.
მოგცემთ რამოდენიმე რეკომენდაციას:
- დაიცავით კვების რეჟიმი. შუალედებში ნუ მისცემთ ბავშვს ტკბილეულს;
- შეეცადეთ საჭმელი მადის აღმძვრელად გამოიყურებოდეს;
- ბავშვებს არ უყვართ სადილობა ზაფხულის ცხელ დღეებში, ამიტომ შესთავაზეთ რაიმე უფრო მსუბუქი;
- ასეირნეთ ბავშვი ხშირად, ეს ხელს შეუწყობს ენერგიის ხარჯვას , რაც მადას მოუმატებს;
- ასწავლეთ ნელ–ნელა, კოვზის დაჭერა, მიეცით უფლება აირჩიოს რომელი კოვზიც მოსწონს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, გირჩევთ მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!