კითხვა: გთხოვთ მომწეროთ მწვავე ლეიკემიის მკურნალობის ფასები როგორც კერძო დაზღვევის, ასევე საყოველთაო დაზღვევის შემთხვევაში
პასუხი:

მოგესალმებით,
არსებობს ურგენტული ჰემატოლოგია ,რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში და ფინანსდება მხოლოდ რამოდენიმე მდგომარეობა ,რომლებიც ასოცირებულია ლეიკემიასთან . ესენია:

  • ანემია;
  • თრომბოციტოპენია;
  • აგრანულოციტოზი.

რაც შეეხება ქიმიოთერაპიას ,ანუ ლეიკემიის მკურნალობას , ის ფინანსდება გეგმიური კომპონენტით და აქ ფასთა განსხვავება არსებობს შერჩეული თერაპიის მიხედვით .
ლეიკემიების მკურნალობა მოიცავს ეტაპობრივ პროგრამულ ქიმიოთერაპიას მსოფლიოში მიღებული უნიფიცირებული სქემებით. პირველ ეტაპზე მისი მიზანია რემისიის (ავადმყოფობის შენელების, დროებითი გაჯანსაღების) მიღწევა, მეორე ეტაპია მიღწეული რემისიის გამყარება, ხოლო მესამე – ხელშემწყობი თერაპია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის შემადგენელი ნაწილია ჰემატოლოგიის (სისხლის დაავადებათა) დეპარტამენტი, რომელშიც მოღვაწეობს მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე საექიმო გუნდი.
კლინიკაში გვაქვს ლაბორატორიები, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ნებისმიერი სახის კვლევა.
სრული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–ჰემატოლოგთან ვიზიტის შემთხვევაში, დიაგნოზის და კლინიკური მდგომარეობის დაზუსტების შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა