მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენენ ლეიკოციტები;
- ლეიკოციტების ნორმა;
- რით არის განპირობებული ლეიკოციტების სიმცირე.
ლეიკოციტები სისხლის ბირთვიანი უჯრედებია, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ტვინსა და ლიმფურ კვანძებში. ისინი იშლებიან ღვიძლში, ელენთაში და ისეთ ორგანოებში, სადაც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
ლეიკოციტების ფუნქციაა, დაიცვას ორგანიზმი მიკროორგანიზმებისგან და უცხო ნივთიერებებისგან.
როგორც წესი, ლეიკოციტებისათვის დაწესებული ნორმის ზედა ზღვარი განსხვავებულია ამა თუ იმ კლინიკაში შესაბამისი აპარატურის გამოკვლევითი მონაცემების მიხედვით. ზრდასრულებში, მაღალ შემცველობად მიიჩნევა - 11 000-ზე მეტი ლეიკოციტი მიკროლიტრზე.
სისხლში ლეიკოციტების დონე მცირდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა:
- ვირუსული ინფექცია;
- თანდაყოლილი დაავადებები;
- აპლასტიური ანემია;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ელენთის პათოლოგია;
- ინფექციური დაავადებები;
- ლეიკემია;
- ვიტამინების ნაკლებობა.
ზოგადად, მაჩვენებელი 4.0 ნორმაა და ჩვენთვის გაუგებარია თქვენი აღელვების მიზეზი.
თუ კლინიკური ჩივილი იყო ანალიზის ჩატარების მოტივი, მაშინ უნდა მიმართოთ იმ ექიმს, ვინც ეს კვლევა გირჩიათ, ხოლო თუ კვლევა თქვენი ინიციატივით ჩაიტარეთ, მაშინ საზრუნავი არაფერია, ან თუ გნებავთ სპეციალისტის მოსაზრების უშუალოდ გაცნობა, მობრძანდით ჩვენ კლინიკაში, ექიმ-ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე.
შეგიძლიათ, ისარგებლებლოთ ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/siskhlis-saerto-analizi-da-hematologis-konsultacia/31743
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!