ამოიცანით ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში და ჩაიტარეთ ჰემატოლოგის კონსულტაცია
გაწუხებთ თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, კიდურებში ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, კანისა და ხილული ლორწოვანის სიფერმკრთალე?!
გიყვართ ბენზინის, საღებავის, აცეტონის სუნი?!
მიზეზი შესაძლოა, რკინის ან ვიტამინ B12-ის დეფიციტი იყოს.
დროა, ჩაიტაროთ სისხლის სრულფასოვანი საერთო ანალიზი და მიმართოთ ჰემატოლოგს!
სისხლის საერთო ანალიზი მთელ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ტესტია, რომელიც ორგანიზში პირდაპირ თუ ირიბად მიმდინარე ცვლილებებზე მიგვანიშნებს.
ბოლო დროს ფართოდ დამკვიდრდა სისხლის ანალიზის შედეგების წაკითხვა თავად პაციენტების მიერ, ამ შედეგების ფურცელზე აღნიშნულ რეფერალურ საზღვრებთან ანუ ნორმასთან შედარება და დასკვნის გამოტანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, ვინაიდან ზოგიერთი მაჩვენებლის ნორმის შემთხვევაშიც კი, დასკვნის გაკეთება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებზე მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგიური დეპარტამენტი გთავაზობთ ჯვარედინი კონტროლით გაკეთებულ სისხლის საერთო ანალიზს. ანალიზის პასუხებს შეაფასებს და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის კურსს დაგეგმავს პროფესიონალი ჰემატოლოგი.
აქციის ფარგლებში ანალიზს ჩააბარებთ და ექიმის კონსულტაციით ისარგებლებთ 80 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 50 ლარად!
ფასდაკლება ძალაშია 10 მაისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომრებზე 2 02 25 25 ან 577 119 119.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთრა აინტერესებთ პაციენტებს
თავბრუსხვევა, ჰემოგლობინი
კითხვა: გამარჯობა მაქვს თაბრუსხვევა,თავის ტკივილი გულის რევის შეგრძნება,საერთო სისუსტე შეიძლება გემოგლობინი მქონდეს დაბალი და მან გამოიწვიოს? ან რამდენია ნორმა ქალებში?
ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი
კითხვა: მაინტერესებს მამაჩემს 72 წლის ჰემოგლობინი აქვს 63 რამდენ დაბალი და საშისია ეგ მაჩვენებელი?
ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (ქმლ)
კითხვა: მოგესალმებით მაქვს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია .... ორი თვის უკან მქონდა ნერვის ანთება ფეხზე .... ვიკეთბდი ნემსებს .... შემდგომ ქობულეტში დამატებითი კონსულტაცციის მიზნით შევხდი სხვა ექიმს რომლის გამოწერილმა ნემსმა მომცა რეაქცია და დამემართა ტრომბოციტოპენია... რის შემდეგაც დამეწყო შიდა სიხლდენა .... ღვთის წყალობით გადავურჩი ამ სიტუაციას მაგრამ ამ ეტაპზე მაწუხებს ფეხის კოჭის ქვემოთ დაბუჟება და სიმძიმის შეგრძნება.. უკვე გამოწერიდან ერთი თვეა.... ვსამდი დეტრალექს და ვიყენებდი ლეოტონის მაზს... ასევე ჩავიტარე მასაჟები რის შემდეგაც თითქოს ტკივილმა და სიმძიმის შეგრძნებამ იმატა.... რითი გავუმკლავდე პრობლემას რომ ბუჟილმა გაიაროს და კვლავ შევძლო სიარული....
ფიბრინოგენი
კითხვა: გამარჯობა მინდა ჩემი პრობლემის შესახებ რჩევა მივიღო ვარ 36 წლის 3 წლის წინ ორსულობის მეორე სემესტრში მქონდა მაღალი დედიმერი პლაცენტაც დათრომბილი იყო ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა იმის შემდეგ მკლავებში მაქვს მოჭერის შეგრძნება ღამით ხელების დაბუჟება სიმხურვალის და ხანდახან მგონია ორგანიზმში სისხლი ჩერდება და ამ დროს ძალიან ცუდათ ვხდები თან შიშიც მიპყრობს კუაკოლოგრამა რამდენჯერმე გავიკეთე და ბიპრინო გენის კონცენტრაცია მაქ ნორმაზე მაღალი იკნებ მითხრათ რაში შეიძლება იყოს ჩემი პრობლემა ვისთან მივიდე ნერვოლოგთან ბევრჯერ ვიყავი
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა
კითხვა: ჩემს მეუღლეს რომელიც არის 74 წლის დაემართა თავში სისხლძარღვების შევიწროვება დიაგნოზითავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა ტრანზიტორული იშემიური შეტევა დაუზუსტებელიG45.9 ჰიპერტონული დაავადება II ხ110 გავიკეთეთ მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა და აღმოაჩნდა მენინგიომა და დრო და დრო ამბობს რომ ეს მისი სახლი არ არის ან რასაც აქ ხედავს კიდევ არის სხვაგან ასეთი ზუსტად ყველაფერი და ვერ გამიგია რა ხდებაო ანუ გაორებები აქვს ამბობს წავიდეთ იმ სახლშიო კიდევ ზოგჯერ ვიღაცეებს ხედავს რაც არ არის ანუ ჰალუცინაციებიც ემართება შეკითხვა ასეთია შეიძლება თუ არა ეს მენინგიომა აწვებოდეს რაიმეს თავის ტვინში და ეს იწვევდეს ამ მდგომარეობას დაგვინიშნეს კარდიომაგნილი დემ ანტინი დოზილენ იზი ტაბი მადლობა ყურადღებისთვის
სუბფებრილური ტემპერატურა, ედს
კითხვა: გამარჯობა.მუდმივი სიცხე 37.5,როდესაც როე 4ია,ლეიკოციტებიც ნორმაში,რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს?