მოგესალმებით,
მსგავს შეკითხვაზე უკვე გიპასუხეთ 5 მაისს, 13:08 საათზე.
გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://kirurgia.ge/ask/33980/tavis-dabudjeba-
რაც შეეხება ჰემოგლობინს, მოგახსენებთ.
ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული.
ახალი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: - მამაკაცებისთვის 130 გ/ლ; ქალებისთვის -120 გ/ლ; ორსულებისთვის - 110 გ/ლ.
ჰემოგლობინის ნორმიდან გადახრამ შესაძლოა, გამოიწვიოს შემდეგი სიმპომები:
- მტვრევადი ფრჩხილები;
- საერთო სისუსტე;
- ფერმკრთალი კანი;
- მხედველობის გაუარესება;
- ძილიანობა;
- დაღლილობა;
- მადის დაქვეითება.
როგორც წინა შეტყობინებაშიც მოგახსენეთ, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რისთვისაც უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შეგიძლიათ გაესინჯოთ როგორც ნევროლოგს, ისე სისხლის დაავადებათა სპეციალისტს, ჰემატოლოგს, რომელიც ასევე ჩვენს კლინიკაში არსებულ უნიკალურ ლაბორატორიაში გამოიკვლევს თქვენი სისხლის მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს ჰემოგლობინის ოდენობის, ან მისი ცვლილებების შესახებ.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!