მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის რკინადეფიციტური ანემია;
- რა არის ჰემოგლობინი;
- რას იწვევს რკინის დეფიციტი;
- რკინადეფიციტური ანემიის გართულებები;
- რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტირება;
- ანემიის მკურნალობა;
- კვებითი რეკომენდაცია.
რკინადეფიციტური ანემია განპირობებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირებით, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის ფუნქციონირება, ჰემოგლობინი კი, სისხლის წითელ უჯრედებში არსებული რკინით მდიდარი ცილაა, რომელიც ფილტვებსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის ჟანგბადის ცვლას უზრუნველყოფს.
რკინადეფიციტური ანემის განვითარებას იწვევს მიღებულ და დახარჯულ რკინას შორის ბალანსის დარღვევა.
პათოლოგიის დროს გამოიხატება ისეთი სისტემების დაზიანება როგორიცაა:
- კანი;
- ლორწოვანი გარსი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა;
- ნერვული სისტემა;
- იმუნური სისტემა.
ამ დროს, შესაძლოა, განვითარდეს შარდის შეუკავებლობა სიცილის ან ხველის დროს და თვალის რქოვანის დისტროფიული ცვლილებები.
რდა (რკინადეფიციტური ანემია) როგორც წესი, სინდრომია, რომლითაც რთულდება სხვადასხვა პათოლოგია.
სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა:
- საშვილოსნოდან სისხლდენა;
- მენორაგია;
- ენდომეტრიოზი;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ეროზიული ეზოფაგიტი;
- დიაფრაგმის თიაქარი;
- ღრძილებიდან სისხლდენა;
- ბუასილი;
- ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა).
აუცილებელია, დადგინდეს რა იწვევს თქვენს შემთხვევაში რკინადეფიციტურ ანემიას. ამისთვის, გარდა სისხლის საერთო ანალიზისა, უნდა ჩატარდეს დიფერენციული ხასიათის კლინიკურ–ლაბორატორიული ანალიზები:
- ჰემატოკრიტის განსაზღვრა;
- ტრანსფერინის გაჯერების კოეფიციენტი;
- ფერიტინის რაოდენობა;
- ელექტროკარდიოგრამა (საჭიროების შემთხვევაში);
- ერითროციტების მორფოლოგია.
მკურნალობის თვალსაზრისით აუცილებელია, სათანადო დიეტის დაცვა, რაც მოიცავს რკინით მდიდარ ჯანსაღ საკვებს, თუმცა, მხოლოდ კვებით უკვე არსებული რკინის დეფიციტის გამოსწორება შეუძლებელია, ამიტომ ინიშნება ელემენტური რკინის თერაპია.
ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ კვებასთან დაკავშირებით მოგცეთ რეკომენდაცია, რომელიც აუმჯობესებს რკინის შეწოვას, სასურველია მიირთვათ:
- ქათმის კვერცხი;
- გარგრის ჩირი;
- ბროკოლი;
- ისპანახი;
- ბარდა;
- თეთრი ლობიო;
- ფორთოხალი;
- ბულგარული წიწაკა;
- ბროწეული;
- შავი ქლიავი.
ზემოთ ჩამოთვლილს, კვების დროს არ დააყოლოთ შემდეგი პროდუქტები:
- ყავა;
- ჩაი;
- რძე;
- რძის პროდუქტი.
მათი მიღება შეგიძლიათ კვებიდან 1-2 საათის შემდეგ.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე.
უშუალო ვიზიტისას, ანამნეზური მონაცემებისა და ჩატარებული კვლევების პასუხების ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
ჩვენი კლინიკის შემადგენელი ნაწილია ჰემატოლოგიის (სისხლის დაავადებათა) დეპარტამენტი, სადაც გვყავს მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე საექიმო გუნდი.
კლინიკაში გვაქვს ლაბორატორიები, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ ნებისმიერი სახის კვლევა.
თუ გადაწყვეტთ, რომ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, თან იქონიეთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/hematologia-/40
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!