მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჰემოგლობინი;
- რა არის სისხლის გამოშვება;
- საიდან იღებს ხიჯამა სათავეს.
ჰემოგლობინი გახლავთ რკინით მდიდარი ცილა, რომელიც წარმოდგენილია წითელი სისხლის უჯრედებში. სწორედ აღნიშნული უზრუნველყოფს ფილტვებიდან ჟანგბადის გადატანას მთელ ორგანიზმში.
როგორც აღნიშნავთ „სისხლის გამოშვება“ სავარაუდოდ გულისხმობს ხიჯამას.
ხიჯამა
მკურნალობა სისხლის გამოშვებით, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი უძველესი მეთოდია და ცნობილი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე,
შემდგომ ეს მანიპულაცია ჩაანაცვლეს წურბელებმა, რომელიც ასევე ერთ-ერთი მეთოდია სისხლის გამოშვებით მკურნალობისა, როდესაც გამოიდევნება უვარგისი სისხლი. თუმცა, აღნიშნული გახლავთ ძველი ჩინური ექიმბაშური მკურნალობა, მისი რისკებისა და უარყოფითი ჩვენების შესახებ არაფერია ცნობილი, აქედან გამომდინარე თანამედროვე მედიცინა არ ენდობა.
ჰემოგლობინის მაჩვენებელთან ერთად მნიშვნელოვანია ერითროციტების მაჩვენებელიც. ვინაიდან შესაძლოა 157 სულაც არ ჩაითვალის მაღალ მაჩვენებლად. მითუმეტეს, მნიშვნელოვანია თქვენი სისხლის ჰემატოკრიტის განსაზღვრაც, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზმში სითხის დეფიციტის ფონზე ( როდესაც პირი არასათანადოდ მოიხმარს წყალს ) ჰემოგლობინის მაჩვენებელი შედარებით მაღალი ჩანდეს.
ამ საკითხების დასაზუსტებლად აუცილებელია ჰემატოლოგის ჩართულობა. გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში ტარდება სისხლის გამოშვების პროცედურა, ამასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, მოგაწვდით სპეციალისტ მარინა ღუდუშაურის საკონტაქტო ნომერს, რომლისგანაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას პროცედურულ საკითხებსა და მის ღირებულებაზე.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, რომლის შემადგენელი ნაწილია ჰემატოლოგიის (სისხლის დაავადებათა) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიონალი კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია შესაძლებლობების თვალსაზრისით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/hematologia/40
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!