ჩალუჯება და პიგმენტები ქვემო კიდურებზე - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მირჩიეს ჰემატოლოგთან მისვლა, მაგრამ ამჟამად ვერ ვახერხებ და ამიტომ აქ ვაგზავნი კითხვას, ვარ ყოფილი ნარკოდამოკიდებული 30 წლის, 1 წელია შეშვებული ვარ, სულ 1 წელი ვიყავი დამოკიდებული. ფეხებზე მაქვს ჩალურჯება და ყავისფერი ლაქა რამოდენიმე ადგილას, 2 ან 3. რა შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • პიგმენტური ლაქების გამომწვევი მიზეზები;
  • შეთავაზება – ანგიოლოგის უფასო კონსულტაცია.

მივიღეთ თქვენი შეტყობინება, ვიმედოვნებთ, ელფოსტა სწორად გაქვთ მითითებული და ჩვენი პასუხის გაცნობას შეძლებთ. თუმცა, თუ ასე არ არის, კონფიდენციალურობის წესების სრული დაცვით, თქვენს შეკითხვასა და ჩვენს პასუხს განვათავსებთ კლინიკის ვებგვერდზე.
ფრიად სასიხარულოა თქვენი გადაწყვეტილება, უარი გეთქვათ ნარკოტიკულ საშუალებებზე. ვიმედოვნებთ, გამოჯანმრთელების პროცესში, სირთულეებს ადგილი არ ექნება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან მსგავსი პიგმენტური ლაქების გამომწვევი, გარდა ჰემატოლოგიური პათოლოგისაა, არაერთი მიზეზი არსებობს და მათ შორისაა:

  • სოკოვანი ინფექცია;
  • ულტრაიისფერი სხივების მოქმედება;
  • ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესები;
  • А, С, და РР ვიტამინების დეფიციტი;
  • მიკროელემენტების (სპილენძი, თუთია, რკინა) დეფიციტი.

hematologia

შესაბამისად, აუცილებელია, ზუსტი დიაგნოსტირებისთვისა და დროული მკურნალობის დანიშვნის თვალსაზრისით, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგს, რომელთან ვიზიტის შემთხვევაშიც, კლინიკის აქციის ფარგლებში ისარგებლებთ უფასო კონსულტაციით.
ამ პროფილის პათოლოგიის გამორიცხვის შემთხვევაში, გადამისამართდებით ჰემატოლოგთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიული კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია თავისი შესაძლებლობების მიხედვით.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა