გამოკვეთილი ვენები - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ხშირად ვამჩნევ, რომ მარცხენა ხელზე და ახლა უკვე ტერფებზეც ვენები მებერება ლურჯად. ადრე უბრალოდ რამდენიმე წამით მიწითლდებოდა ხელი და არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა ოდნავ მძიმეს თუ დავიჭერ ან ქვევით დავხრი ხელს ამობერილია ვენები და დისკომფორტია. ზაფხულში ცხვირიდან ხშირად მდის სისხლი და დიდად სახარბიელოდაც ვერ ვსუნთქავ, რავიცი კავშირშია თუა ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ვცეკვავ და მუდმივად ვარჯიშობ. არ ვიცი არის თუ არა სანერვიულო, ან რომელ ექიმს მივმართო. დიდი მადლობა წინასწარ. ვარ 20 წლის
პასუხი:

მოგესალმებით,
კიდურებზე დატვირთვის დროს ვენების ამობერვა, თავისთავად, საგაგნგაშო არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია მაინც იმის ცოდნა, თუ რა პოზიციაში იბერებიან ვენები და დატვირთვის მოხსნიდან, რამდენ ხანში უბრუნდებიან უხილავ მდგომარეობას. ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს, საჭიროებს თუ არა ეს მდგომარეობა სისხლძარღვების დოპლეროგრაფიულ კვლევას. ამ საკითხის გადაწყვეტა კი უმჯობესია ანგიოლოგთან კონსულტაციის შედეგად მოხდეს.
ასევე სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან და ჩაიტაროთ სისხლის გამოკვლევა, რისთვისაც საუკეთესოა ჩვენი კლინიკის ჰემატოლოგიური ლაბორატორია. აქ ტარდება როგორც კლინიკური ანალიზი, ისე სისხლის შედედების სისტემის სრულფასოვანი კვლევა.
როდესაც აღნიშნავთ, რომ ცხვირით სუნთქვაც გაძნელებულია, ეს გვაფიქრებინებს ძგიდის გამრუდებასა და ნიჟარების ჰიპერტროფიაზე, ამიტომ აჯობებს გაესინჯოთ ყელ-ყურის სპეციალისტს, რომელიც ანატომიური ცვლილებების გარდა, შეაფასებს, უკავშირდება თუ არა ცხვირიდან სისხლდენა ამ პათოლოგიებს.
საბოლოოდ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ყველა ამ სპეციალისტთან მოახერხებთ ვიზიტს, მათ შორის ანგიოლოგთან, რომელთან კონსულტაციაც უფასოა და ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, წინასწარი ჩაწერით.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა