ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი - ჰემატოლოგია

კითხვა: მაინტერესებს მამაჩემს 72 წლის ჰემოგლობინი აქვს 63 რამდენ დაბალი და საშისია ეგ მაჩვენებელი?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ჰემოგლობინი;
  • ჰემოგლობინის ნორმა;
  • რა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოგლობინის ნორმიდან გადახრამ;
  • რა არის ანემია;
  • ანემიის ტიპები.

ჰემოგლობინი გახლავთ რკინით მდიდარი ცილა, რომელიც წარმოდგენილია წითელი სისხლის უჯრედებში. სწორედ აღნიშნული უზრუნველყოფს ფილტვებიდან ჟანგბადის გადატანას მთელ ორგანიზმში.
ძველი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: მამაკაცებისთვის - 78 ერთეული, ქალებისთვის - 72 ერთეული, ორსულებისთვის - 66 ერთეული.
ახალი მაჩვენებლებით ჰემოგლობინის ნორმა ასეთია: - მამაკაცებისთვის 130 გ/ლ; ქალებისთვის -120-157 გ/ლ;
ჰემოგლობინის ნორმიდან გადახრამ შესაძლოა, გამოიწვიოს შემდეგი სიმპომები:

  • მტვრევადი ფრჩხილები;
  • საერთო სისუსტე;
  • ფერმკრთალი კანი;
  • მხედველობის გაუარესება;
  • ძილიანობა;
  • დაღლილობა.

სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას, რის გამოც ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, ანემია ეწოდება.
განასხვავებენ შემდეგ ანემიებს:

  • რკინადეფიციტური;
  • ვიტამინი B12-დეფიციტური;
  • ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული;
  • ჰემოლიზური;
  • პოსტჰემორაგიული;
  • აპლაზიური.

კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა იწვევს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას.
მამათქვენს შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიონალი კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია შესაძლებლობების მიხედვით.
უშუალო ვიზიტის შემდეგ, დამატებითი კვლევების საფუძველზე დაისმება დიაგნოზი და პაციენტს დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა