თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა - ჰემატოლოგია

კითხვა: ჩემს მეუღლეს რომელიც არის 74 წლის დაემართა თავში სისხლძარღვების შევიწროვება დიაგნოზითავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა ტრანზიტორული იშემიური შეტევა დაუზუსტებელიG45.9 ჰიპერტონული დაავადება II ხ110 გავიკეთეთ მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა და აღმოაჩნდა მენინგიომა და დრო და დრო ამბობს რომ ეს მისი სახლი არ არის ან რასაც აქ ხედავს კიდევ არის სხვაგან ასეთი ზუსტად ყველაფერი და ვერ გამიგია რა ხდებაო ანუ გაორებები აქვს ამბობს წავიდეთ იმ სახლშიო კიდევ ზოგჯერ ვიღაცეებს ხედავს რაც არ არის ანუ ჰალუცინაციებიც ემართება შეკითხვა ასეთია შეიძლება თუ არა ეს მენინგიომა აწვებოდეს რაიმეს თავის ტვინში და ეს იწვევდეს ამ მდგომარეობას დაგვინიშნეს კარდიომაგნილი დემ ანტინი დოზილენ იზი ტაბი მადლობა ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა

შეიძლება განპირობებული იყოს თავის ტვინში სისხლჩაქცევით ან ტვინში სისხლის დინების შეფერხებით მისი მკვებავი სისხლძარღვის დაცობიდან გამომდინარე. 

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალ მოშლას საფუძვლად უდევს ტვინის იშემია (სისხლით კვების გაღარიბება). ასეთი იშემიური შეტევები, ძირითადად ათეროსკლეროზის ფონზე ვითარდება.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის კეროვანი დაავდება (ინსულტი) მიმდინარეობს ნერვიული სისტემის ფუნქციის ღრმა მოშლით მწვავე პერიოდში და ნარჩენი მოვლენების არსებობით შემდგომ პერიოდში.

ტრანზიტორული იშემიური შეტევა (ტიშ)

მწვავე მდგომარეობაა. მისთვის დამახასიათებელია ნერვული სისტემის როგორც ზოგადტვინოვანი, ისე კეროვანი დაზიანებები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გაივლის. ამიტომაც უწოდებენ შეტევას ტრანზიტორულს ანუ გარდამავალს. თუ სიმპტომებმა 24 საათის განმავლობაში არ გაიარა, მდგომარეობა კვალიფიცირდება როგორც ინსულტი.

ტრანზიტორული იშემიური შეტევა განგაშის სიგნალია, გაფრთხილება მოსალოდნელი ინსულტის შესახებ, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
სხვა საქმეა, რამ გამოიწვია თავად ტრანზიტორული იშემიური შეტევა. ხშირად სწორედ ამ დროს ხდება იმ დაავადების დიაგნოსტირება, რომელიც გართულდა ტიშ-ით, ამიტომ აუცილებელია ამ უკანასკნელის ეტიოლოგიის გარკვევა და მიზეზის მკურნალობა.
მკურნალობის მიზანი, ინსულტის პრევენციაა. ის სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს:

  • ანტიაგრეგანტული მკურნალობა;
  • მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორებით, რომლებიც წნევის სტაბილიზაციის გზით ზოგავს სისხლძარღვის კედლებს;
  • სტატინები – რომელიც სისხლში ქოლესტეროლისა და ცხიმების დონეს ამცირებს.

მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია დაავადების რისკ–ფაქტორების აღმოფხვრა.
ასეთ დროს, აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს სრულ სიმშვიდეში.

მენინგიომა

ის წარმოადგენს ნელად ზრდად, უპირატესად არაავთვისებიან, ექსტრააქსიალური სიმსივნის სახეობას, რომელიც წარმოიქმნება ტვინის გარსებიდან. ეს არ არის წმინდა ნერვული სისტემიდან წარმოშობილი სიმსივნე, მაგრამ მიეკუთვნება ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემის) სიმსივნეებს, რადგან იგი ახდენს ტვინზე ზეწოლას ან მის შეკუმშვას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან არ ვიცით როგორია მისი ტოპოგრაფიული განლაგება ( ფალქსისდა პარასაგიტალური მენინგიომა, სფენოიდური, ყნოსვის ღარის და ა.შ) ავთვისებიანია, კეთილთვისებიანი თუ ატიპური.
მკურნალობის საკითხების დაზუსტების მიზნით, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს ონკოლოგიურ დაავადებათა მართვის დეპარტამენტში, რომელიც აღჭურვილია უნიკალური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრით.
საქართველოში მხოლოდ ჩვენთან არის დანერგილი კიბოს მკურნლობის ჯგუფური მეთოდი, რომელშიც გაერთიანებულია რამოდენიმე სსპეციალისტი, მათ შორის:

  • კლინიკური ონკოლოგი;
  • რადიოლოგი;
  • ქირურგი;

სხივური თერაპევტი და კონსულტანტები აშშ - ემორის უნივერსიტეტიდან და მურსიის უნივერსიტეტის ( ესპანეთი ), რომლების პაციენტთა განხილვაში, ყოველ ჯერზე ერთვებიან ან სკაიპკონფერენციის საშუალებით, ან უშუალოდ აქ ყოფნის დროს, რაც წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ხდება.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა