მიოკარდიუმის ინფარქტი (დამატებითი პასუხი) - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა,37 წლისამ მივიღე პირველი ინფაქტი სუსტი ფორმით,სახსრების გამო ბოლომდე ვერ ვიმკურნალე,მეორე უფრო რთული ფორმით 44 წლის ასაკში,მთელი მარცხენა მხარე, ვიყავი უამრავი ჩატრომბილი წერტილებით სახის არეშიც კი,დაახლოებით 7 საათი მოძრაობის უნარი არ მქონდა და მარცხენა გულის არის გაუსაძლისი ტკივილი, თითქოს დანის წვერით გულს მისერავდნენ,ეს მკურნალობაც ბოლომდე ვერ დავისრულე, მის შემდეგ მუდმივი ყრუ ტკივილი მააქვს,თუმცა ხშირია მომატებული ტკივილი და გადადის მკერდის ძირთან წვაში,ძალიან მალეც ვიღლები და სულ მეძინება,ბოდიშით შეიძლება უაზრო კითხვა დაგისვა,თქვენი აზრით შეიძლება იყოს საშიშრობა,ან არსებობს ისეთი წამალი რომ ცოტა ძილიანობა მომეხსნას?როდესაც მეძინება უფრო მემატება ტკივილი,ბოდიშით თუ ბევრი და გაურკვეველი რამ მოგწერეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მდგომარეობის თავისებურებებთან დაკავშირებით, საკმარისად არ მივიჩნიეთ მხოლოდ წინა შეტყობინება და დამატებით, ექიმთა მოსაზრებების გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ შემდეგი:
სასურველია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია ექიმ –ჰემატოლოგთან . კონსულტაციის შემდეგ თქვენ დაგენიშნებათ გარკვეული კვლევები,ვინაიდან აუცილებლად მიგვაჩნია გამოირიცხოს ან დადასტურდეს ე.წ. „შეძენილი თრომბოფილია“ ისეთი დაავადების ფონზე, როგორიცაა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი .
დიაგნოზის დასმის შემდეგ დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი გართულებები და ცუდი შედეგი.
შეგიძლიათ,  დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა