ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (ქმლ) - ჰემატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით მაქვს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია .... ორი თვის უკან მქონდა ნერვის ანთება ფეხზე .... ვიკეთბდი ნემსებს .... შემდგომ ქობულეტში დამატებითი კონსულტაცციის მიზნით შევხდი სხვა ექიმს რომლის გამოწერილმა ნემსმა მომცა რეაქცია და დამემართა ტრომბოციტოპენია... რის შემდეგაც დამეწყო შიდა სიხლდენა .... ღვთის წყალობით გადავურჩი ამ სიტუაციას მაგრამ ამ ეტაპზე მაწუხებს ფეხის კოჭის ქვემოთ დაბუჟება და სიმძიმის შეგრძნება.. უკვე გამოწერიდან ერთი თვეა.... ვსამდი დეტრალექს და ვიყენებდი ლეოტონის მაზს... ასევე ჩავიტარე მასაჟები რის შემდეგაც თითქოს ტკივილმა და სიმძიმის შეგრძნებამ იმატა.... რითი გავუმკლავდე პრობლემას რომ ბუჟილმა გაიაროს და კვლავ შევძლო სიარული....
პასუხი:

მოგესალმებით,
ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია (ქმლ) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური სიმსივნეა, რომელსაც სისხლის თეთრი უჯრედების, კერძოდ, გრანულოციტების, უკონტროლო გამრავლება ახასიათებს.
ქრონიკული ლეიკემიის დროს ორგანიზმი წარმოქმნის დიდი რაოდენობით სისხლის განუვითარებელ უჯრედებს. ასეთ უჯრედებს არ შეუძლიათ მომწიფებული სისხლის უჯრედის ფუნქციის შესრულება.

კოჭის მიდამოს დაბუჟება

კოჭის მიდამოს დაბუჟების მიზეზი შეიძლება, იყოს ლიმფის დინების დარღვევა ან ვენური უკმარისობა, რომელსაც ასევე უნდა ახლდეს თან ქვედა კიდურების შეშუპება.
დაბუჟება თვითონვეა ზოგიერთი დაავადების სიმპტომი, მაგრამ დამოუკიდებლად თითქმის არ გვხვდება - თავს იჩენს სხვა სიმპტომებთან ერთად, რომელთა კომპლექსის საფუძველზე დაისმის საბოლოო დიაგნოზი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიონალი კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია შესაძლებლობების მიხედვით.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის და დამატებითი კვლევების საფუძველზე დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ასევე, შესაძლოა დიაგნოსტირებაში ჩაერთოს როგორც ნევროლოგი ისე ანგიოლოგი.
გაცნობებთ, რომ ორივე სპეციალისტთან ვიზიტი უფასოა და ტარდება შესაბამის დღეებში, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურვბელია, თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა