ლიმფოსტაზი - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით და მადლობა წინასწარ, თუკი დროს დამითმობთ ჩემს კითხვაზე პასუხის გასაცემად. 22 წელია მაქვს 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. ინტენსიურად ვიტარებ საჭირო გამოკვლევებს. ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგშია, განსაკუთრებული ჩივილი არ მაქვს. 3 წლის წინ დამეწყო კოჭ--წვივის სახსართან შესიება და თითების დაჭიმულობის შეგრძნება ( ფეხის თითები), ზოგჯერ თან ახლავს ჩხვლეტითი ხასიათის შეგრძნება, რომელიც წამებში გაივლის. შეშუპებაც ქრებოდა ღამის მოსვენების შემდეგ, დილით აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფორმები ჰქონდა კოჭის მიდამოს. 3-4-ჯერ მაქვს დოპლეროგრაფია გაკეთებული და რამე განსაკუთრებული პათოლოგია არ გამოიხატა. მითხრეს, რომ ლიმფოსტაზია . ამ გაზაფხულზე სიმპტომები გაძლიერდა და შესიებამ ინტენსიური სახე მიიღო, რომელის დილითაც კი შეიმჩნევა. მოგახსენებთ, რომ მხოლოდ დოპლეროგრაფიით არ შემოვიფარგლე და პარალელურად გულის ექოსკოპიური კვლევაც ჩავიტარე რამოდენიმეჯერ. არანაირი პათოლოგია არ დაფიქსირებულა. ჩიყვზე ექოც გაკეთებული მაქვს, არაფერი აჩვენა 6 თვის წინ. 2 სისხლის ტესტი გავიკეთე -ტსჰ და ფტ4, ერთმა არ აჩვენა დარღვევა, მეორემ კი ოდნავი ცვლილება-მცირედი თირეოიდული სურათი შეინიშნებაო. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე. არის თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა კეთილსაიმედო, თუკი ვენურ უკმარისობასთან მაქვს საქმე ან ოპერაციული ჩარევა გამათავისუფლებს ამ პრობლემისგან?
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება.
შეგუბების ადგილას სხეული შუპდება (უმეტესად - ხელ-ფეხი, იშვიათად - გარეგანი სასქესო ორგანოები). უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს.
ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა როგორიცაა:

  •  ლიმფური სადინარების თანდაყოლილი დეფექტები;
  •  ხანგრძლივი სითბური  ზემოქმედება (მზე, საუნა და სხვა);
  •  ინტენსიურმი ფიზიკური დატვირთვა;
  •  კუნთების ტონუსის დაქვეითება;
  • სიმსუქნე.

მკურნალობის მეთოდების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, უშუალო ვიზიტისას ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც დაზუსტდება რიგი დეტალები, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, ყოველივე ამის შემდეგ კი, ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა