მოგესალმებით,
ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება.
შეგუბების ადგილას სხეული შუპდება (უმეტესად - ხელ-ფეხი, იშვიათად - გარეგანი სასქესო ორგანოები). უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს.
ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:
- ლიმფური სადინარების თანდაყოლილმა დეფექტებმა;
- ხანგრძლივმა სითბურმა ზემოქმედებამ (მზე, საუნა და სხვა);
- ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ;
- კუნთების ტონუსის დაქვეითებამ;
- სიმსუქნემ და ა.შ.
არსებობს მკურნალობის სხვადასხვა გზები. თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, პროგნოზი საიმედოა, თუმცა სასურველი შედეგის მიღებამდე საკმაო ხანი გაივლის.
მკურნალობა მოიცავს განმეორებით ოპერაციებს (აცილებენ დაზიანებულ ქსოვილებს, აკეთებენ მიკროქირურგიულ ლიმფოვენოზურ ანასტომოზებს - ლიმფურ სადინარს აერთებენ ვენასთან), მედიკამენტურ თერაპიას (p ვიტამინის პრეპარატები, ვენორუტონი, ტროქსევაზინი, პირიდოქსინი და ფოლიუმის მჟავა), სპეციალურ ჰიდრო და პნევმომასაჟებს, ფიზიო და ბალნეოთერაპიას (ნახშირმჟავების და გოგირდის მინერალური აბაზანები).
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ორშაბათსა და სამშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!