ლიმფოსტაზი - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 41 წლის. 3 წლის წინ გავიკეთე საშვილოსნოს ოპერაცია დანამატებით.დიაგნოზით ავთვისებიანი სიმსივნე 2 ბ სტადია.გავიკეთე ქიმიო და სხივური თერაპია.ამის შემდეგ მარცხენა ფეხზე გაჩნდა ლიმფოსტაზი.არაერთ ანგიოლოგს მივმართე. მითხრეს რომ ამის მკურნალობა შეუძლებელია. იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე. გმადლობთ ყურადღებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად.
ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება.
შეგუბების ადგილას სხეული შუპდება (უმეტესად - ხელ-ფეხი, იშვიათად - გარეგანი სასქესო ორგანოები). უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს.
ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:

  •  ლიმფური სადინარების თანდაყოლილმა დეფექტებმა;
  •  ხანგრძლივმა სითბურმა ზემოქმედებამ (მზე, საუნა და სხვა);
  •  ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ;
  •  კუნთების ტონუსის დაქვეითებამ;
  •  სიმსუქნემ და ა.შ.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ლიმფოსტაზის სამი ტიპი, ესენია: მსუბუქი შეშუპება, შეუქცევადი შეშუპება, კიდურების ელეფანტიზმი, აუცილებელია დაზუსტდეს, თქვენს შემთხვევაში, რომელ მათგანია გამოვლენილი. ხოლო შემდეგ, მკურნალობის მეთოდების შერჩევა ხდება ექიმის მიერ, უშუალო ვიზიტისას ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ.
ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც დაზუსტდება რიგი დეტალები, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, ყოველივე ამის შემდეგ კი, ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა