მოგელსალმებით,
სავარაუდოდ საუბარია ლიმფურ კვანძზე. მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ლიმფური კვანძები გვხვდება:
- კისრის;
- იღლიის;
- საზარდულის მიდამოებში.
ჩვეულებრივ ლიმფური კვანძი პატარა ზომისაა, ხელით გასინჯვა ან დანახვა პატარა ბავშვის კანის ქვეშ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ლიმფური კვანძი გადიდდა ან შეშუპდა. გადიდებული ლიმფურ კვანძს სამედიცინო ტერმინოლოგიით ლიმფადენიტი ან ლიმფადენოპათია ეწოდება.
ბავშვებში გადიდებული ლიმფური კვანძის მკურნალობა დამოკიდებულია ძირითად მიზეზზე და თანაარსებულ სიმპტომებზე.
უმრავლეს შემთხვევაში გადიდებული ლიმფური კვანძი სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან უხშირესი მიზეზი არის ვირუსული ინფექცია.
თუ ლიმფური კვანძის ჰიპერპლაზიის მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, ამ შემთხვევაში საჭიროა – ანტიბიოტიკოთერაპია.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !