ლიმფური კვანძის გადიდება - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა,ვარ 18 წლის. მკერდის თვითგასინჯვის დროს იღლიისა და მკერდის გამყოფ ადგილას ვგრძნობ პატარა ბურთულებს. თავიდან ერთ მხარეზე გავსინჯე და შემეშინდა, მაგრამ შემდეგ მეორეზეც ვცადე და ორივე მხარეს მაქვს და მაგრად დაწოლისას მსუბუქ ტკივილს მიტოვებს რამდენიმე წამი. ორივე მხარეს რადგანაცაა მგონია რო რაღაც ბუნებრივია და იქნებ მაინც მითხრათ რამე საშიში ხოარაა. და კიდევ ერთს დავამატებ. 2 თვის ზღვაზე დასვენების დროს რამდენიმე დღე მტკიოდა ძუძუს თავები, წყალში ჩასვლისას მეწვოდა და რო ვნახე მუქი ფერის იყო ორივე და აქერცლილი კანით იყო დაფარული. რამე კავშირში ხოარაა ერთმანეთთან?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, საქმე ეხება ლიმფური კვანძების გადიდებას.
იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია. მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის დროს, ზოგჯერ რამდენიმე ლიმფური კვანძი დიდდება. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა შეხება-გასინჯვისას მტკივნეულია.
გირჩევთ მიმართოთ ექიმ–სპეციალისტს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან, რომელიც დაადგენს ჩივილების გამომწვევ მიზეზს, გამორიცხავს პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობას და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/38
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა