მეხსიერების დაქვეითება - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მე მაინტერესებს ადამიას რომელსაც არ აწუხებს თავის ტკივილი, არ აქვს თაბრუს ხვევა და აქვს ძალაინ კარგი მადა შეიძლება ქონდეს თავის ტვინში სიმსიმნე, თუ შეიძლება რაიმე სხვა დავადება აქ და არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. უბრალოდ მეხსიერება აქვს არეული ავიწყდება რისი თქმა უნდოდა, როდესაც უნდა ტვალეტში გასვალა, ზოგადად არ გვესაუბრება ურალოდ სიჩუმეს ამბჯობინებს არ ვიცი ეს სიმტომები რომელ დავადებას ახასიათებს. უბრალოდ რაღაც ერთი თვეა მსგავსი სიმპტომები დაეწყო მანამდე ჩვეულებრივად მუშაობდა უბრალოდ ძალიან დიდი სანერვიულო ჰქონდა ამ რამდენიმე თვის წინ და შეიძლება ეს იყოს მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით,
მეხსიერების დაქვეითებისა და დარღვევის ბევრი შესაძლო მიზეზი არსებობს, მათ შორისაა ენდოკრინული და ფსიქიკური დარღვევები, დემენცია, ამნეზია და ა.შ.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თქვენმა მეგობარმა სტრესი გადაიტანა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს დისოციაციურ აშლილობას.
თუმცა, დასაზუსტებელია „თავის ტვინის სიმსივნე“ კლინიკური კვლევის ( კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია) შედეგად დაუდგინდა?
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია.
აუცილებელია, პაციენტმა კონსულტაცია გაიაროს შესაბამის სპეციალისტთან.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში. სადაც, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაენიშნება მკურნალობა.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შევთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა