სპონდილოართროზი, პროტრუზია - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. შეკითხვა ალბათ ნევროლოგთან მექნება მაქვს სპონდილოართროზი და 3,5-5მმ პროთრუზიები. ზოგიერთი-ნევრალური არხების შევიწროვებით. 5წთ დგომის, ან სიარულის შემდეგ, მიბუჟდება მარჯ. ფეხი მენჯიდან მუხლამდე. შეიძლება, თუ არა მოძრაობის გაგრძელება? დაჯდომით ეს სიმპტომები მეხსნება, მაგრამ 5წთ დგომის შემდეგ, ისევ მიახლდება. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით
სპონდილოართროზი, მალთაშუა სახსრის ართროზი (ოსტეოართროზი) დისტროფიული პროცესია, რომელიც აზიანებს ადამიანის ხერხემლის სვეტის მალათაშორის სახსრებს, სპონდილოართროზი ყველაზე მეტად აზიანებს ხერხემლის მალთაშუა სახსრების იმ უბნებს, სადაც მოძრაობის მოცულობა მაქსიმალურია. მალთაშუა სახსრების სპონდილოართრიტი ყველაზე მეტად ვითარდება ხერხემლის სვეტის კისრისა და წელის ნაწილებში, სადაც ხდება მოხრა, გაშლა, მობრუნება და ტრიალი.
პროტრუზია სიტყვასიტყვით ნიშნავს, გამობურცვას, გამობერვას, რომელიც იშვითად გვხვდება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს.
მკურნალობის მეთოდს დისტანციურად ვერ დაგინიშნავთ, ეს არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, შეფასდება ზოგადი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ დამატებითი კვლევები და ამის შემდეგ დაგინიშნავთ აპრობირებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა