მოგესალმებით,
გოგონების უმეტესობას სქესობრივი მომწიფება ეწყებათ 10-12 წლის ასაკიდან და უკვე ორ წელიწადში – მენსტრუაცია. დასაშვებია ისიც, რომ მომწიფების პერიოდი 9-10 წლის ასაკში დაიწყოს.
გოგონას ცხოვრებაში პირველი მენსტრუაცია ხშირად მეტად დრამატული მომენტია და სათანადო სამედიცინო გარკვევისა და მომზადების გარეშე, ეს მომენტი შესაძლოა განცდების და წუხილის საბაბი გახდეს.
მშობლისა და სკოლის ექიმის მოვალეობაა დროულად, სათანადო ფორმით აუხსნან გოგონას ამ ბუნებრივი მოვლენის მიზეზები, რომელიც შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს თვით გოგონას.
პრევენციის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ გინეკოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მყავს 10 წლის გოგონა და გუშინ მოუვიდა რამე საშიში ხომ არაა და მივმართო თუ არა გინეკოლოგს
პასუხი: