კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მენო პაუზის ცხელება?
პასუხი:

მოგესალმებით,
მენოპაუზა ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, რაც არარეგულარული მენსტრუალური ციკლით ვლინდება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციონირება წყდება.
გამოიხატება ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიც არის:

  • ოფლიანობა;
  • ძილის დარღვევა;
  • დეპრესიული მდგომარეობა;
  • შფოთვა;
  • გულისცემის აჩქარება;
  • ე.წ. ალები.

აღნიშნული სიმპტომები, მენოპაუზის თანმდევია და შესაძლოა გამოიხატოს როგორც მუდმივად, ისე პერიოდულად.
მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი. ესენია:

  • ჰორმონების დეფიციტის შევსება;
  • ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
  • საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

ჩვენი რჩევა იქნება, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ მედიკამენტებს თქვენი ჩივილების შესამცირებლად.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა