საშვილოსნოს ყელის წყლული - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს წყლული და თქვენთან თუ ხდება მოწვა და რა ღირს?
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფრცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ.
რაც შეეხება ოპერაციული მკურნალობის ღირებულებას, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ, რადგან დასაზუსტებელია ბევრი დეტალი, რაც უშუალოდ თქვენსა და გინეკოლოგს შორის საუბრისას უნდა დაზუსტდეს .
ამიტომ, მობრძანდით ვიზიტზე, სადაც თავად გინეკოლოგი და მენეჯერი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

გაცნობებთ, რომ გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა