მონოციტოზი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, გავიკეთე სისხლის ანალიზი, ამ დროს მქონდა ტემპერატურა, ბაქტერურია და ლეიკოციტოზი 50-60მხ/არ შარდში, სისხლის ანალიზში აღმოჩნდა: ედსი-40მმ/სთ, ლეიკოციტი-6,5*10გ/ლ, ფორმულაში: ჩხირი-4%, სეგმენტი-63.5%, ეოზინოფილი-2%, ბაზოფილი-0,5%, მონოციტი-14%, ლიმფოციტი-16. ესეიგი მაქვს ლიმფოპენია, მონოციტოზი, რას უნდა ნიშნავდეს? წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ , რომ მონოციტების პროცენტული მაჩვენებლის მატება - მონოციტოზი შეფარდებითია (ანუ ლეიკოციტების სხვა ფორმების შემცირების ხარჯზე აღინიშნება) ან აბსოლუტური.
ზოგადად მონოციტოზი აღინიშნება სხვადასხვა ინფექციების (ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული, ტუბერკულოზური), სისხლის პათოლოგიების, კოლაგენოზების (სისტემური დაავადებების), აგრეთვე წყლულოვანი კოლიტისა და ენტერიტის დროს. სისხლის ანალიზი მთლიანობაში უნდა შეფასდეს ექიმის მიერ.
თქვენს ანალიზებში ფიგურირებს შარდის საერთო ანალიზი, რომელშიც ასევე ვლინდება ინფექციის სურათი – ბაქტერიურია .
როგორც ამბობთ გქონდათ ცხელება ,შარდში და სისხლში კი ინფექციის სურათია ,შესაბამისად უნდა ვიფიქროთ ,რომ საქმე ეხება საშარდე სისტემის ინფექციას,რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა და ამის კომპეტენცია გააჩნია როგორც უროლოგს ,ისე ქალთა შემთხვევაში გინეკოლოგს .გინეკოლოგის მიერ ,ასევე ინდა იყოს გამნსაზღვრული საიდან არის წარმოშობილი ეს ინფექცია .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე , სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი–სპეციალისტი, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, თუ საჭირო იქნება დაგინიშნავთ დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ყოველივე ამის შემდეგ კი, დაგეგმავს მკურნალობის თქვენზე მორგებულ კურსს.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია, ხუთშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 .
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიაკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა