მენსტრუალური ციკლი ლაქტაციის პერიოდში

კითხვა: გამარჯობა.მეორე ორსულობის შემდეგ ციკლი 5თვეა არ მომსვლია.ტესტი გავიკეთე და უარყოფითია.პირველ ორსულობაზე 4თვის შემდეგ მომივიდა.ბავშვი ძუძუზე მყავს და მიზეზი რა შეიძლება იყოს?
პასუხი:
მოგესალმებით ! ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები  მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ახალშობილი  მოევლინება ქვეყანას, დაახლოებით 8-9 თვე სჭირდება ქალის ორგანიზმის აღდგენისათვის, თუმცა ჰორმონული  ფონის ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად კიდევ უფრო მეტ ხანს საჭიროებს, ასევე სარძევე ჯირკვალი, რომლის საწყისი მდგომარეობაში დაბრუნება დამოკიდებულია ძუძუთი კვებაზე. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი  პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელს უშლის საკვერცხეებში  ჰორმონების  გამოყოფას, შედეგად კი არ ხდება ოვულაცია და მშობიარობის  შემდეგ მენსტრუაციაც არ იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზება ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე.
მხოლოდ ძუძუთი კვების დროს ნორმაში მენსტრუაცია იწყება მშობიარობიდან  დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუმცა არის შემთხვევები, რომ მენსტრუალური ციკლი არ აღდგება მთელი ლაქტაციის განმავლობაში. ხელოვნური ნარევების გამოყენებისას ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა და მენსტრუაცია აღდგება უკვე  3-4 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტისას – სამი თვის შემდეგ. არსებობს მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მენსტრუაცია კავშირშია მშობიარობის  სახესთან, მაგრამ უნდა აღინიშნოს,  რომ არც საკეისრო კვეთა და არც ფიზიოლოგიური მშობიარობა  გავლენას არ ახდენს მენსტრუაციის დადგომაზე.
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომართოთ კლინიკას .გმადლობთ ,რომ გვენდობით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა