მოგესალმებით,
თქვენს მიერ ნახსენები პრეპარატები გამოიყენება: ანთებითი დაავადებების, სოკოს საწინააღმდეგო და ვაგინალური ინფექციების მკურნალობისათვის.
რაც შეეხება ბოლოს ნახსენებ მედიკამენტ ნორკოლუტს , ინიშნება არარეგულარული ციკლის დროს.
შესაბამისად, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტას, ჩამოთვლილი პრეპარატები ვერ გამოიწვევდა.
უმჯობესია, გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოზზე გაესაუბროთ მკურნალ ექიმს და სთხოვოთ, მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე ინფორმაცია.
მიჰყვევით მის რეკომენდაციებს, ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე.
სადაც ანამნეზისა და ჩატარებული კვლევების ობიექტური შეჯერების შემდეგ, დადგინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ მკურნალობის ინდივიდუალური კურსი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !