მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის მეწაღისებური გულმკერდი;
- მეწაღისებური გულმკერდის გამომწვევი მიზეზები;
- რა მეთოდით ტარდება ოპერაცია;
- რას გულისხმობს Nuss-ის მეთოდი.
მეწაღისებური გულმკერდი (pectus excavatum) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის მკერდის ძვალი ჩაზნექილია. მძიმე შემთხვევებში, მეწაღის გულმკერდის დროს თითქოს პაციენტის მკერდის ცენტრალური ნაწილი მთლიანად არის ამოღებული და დარჩენილია „ორმო“.
მიუხედავად იმისა, რომ მკერდის ძვლის ჩაღუნვა დაბადებიდან მოკლე პერიოდში უკვე აღინიშნება, მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება გარდატეხის პერიოდში.
მეწაღისებური გულმკერდის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა იგი შესაძლოა, იყოს მემკვიდრული, რადგან ახასიათებს თაობიდან თაობაზე გადაცემა.
ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს ბავშვობაში განვითარებული D ვიტამინის დეფიციტით.
ამ ნოზოლოგიის მქონე ადამიანების დიდ ნაწილში ერთადერთი სიმპტომი მკერდის ძვლის ოდნავი ჩაზნექაა. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, ჩაზნექილობა უარესდება ახალგაზრდობის დროს და აგრძელებს პროგრესირებას შემდგომ პერიოდში.
პათოლოგიის მძიმე შემთხვევების დროს მკერდის ძვალი აწვება ფილტვებსა და გულს.
საწყის სტადიაში აუცილებელია მასაჟები, ვარჯიშები.
შესაძლებელია ქირურგიული გზით კორექციაც Nuss-ის მეთოდით.
ნუსსის ოპერაცია
ეს არის თორაკოსკოპიული მეთოდით მეწაღის გულმკერდის ქირურგიული მკურნალობა.
რაც გულისხმობს მცირე – 2,5-3 სმ განაკვეთებით, მკერდის ძვლის აწევას, ვიდეიკონტროლის ქვეშ, თითოეული პაციენტისათვის ოპერაციის დროს დამზადებული 13.97 სმ ტიტანის იმპლანტანტის მეშვეობით, რომელიც სამკუთხა მომჭერებით მაგრდება.
ოპერაცია კეთდება ზოგადი ანესთეზიით და საჭიროებს სტაციონარში 5–7 დღის განმავლობაში ყოფნას.
თუმცა, ოპერაცია აღნიშნული მეთოდით ტარდება ბავშვებში 4 დან 18 წლამდე ასაკში.
თქვენს შემთხვევაში გასათვალისწინებელია მკერდის ძვლის და ნეკნების ზუსტად რა ნაწილია შეზნექილი, რადგან თუ შინაგანი ორგანოების ფუნქცია არ არის დათრგუნული, ოპერაციული მკურნალობა არ არის სასურველი, რადგან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნული საკითხი და ოპერაციის საჭიროება უნდა დააზუსტოთ თორაკოქირურგთან.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/kardiologia-/22
ამ ეტაპზე აღნიშნული ოპერაცია ჩვენს კლინიკაში არ ტარდება, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!