მოგესალმებით,
მხედველობის პრობლემები უმთავრესად 6-იდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უვლინდებათ, განსაკუთრებით – დაწყებითი კლასების მოწაფეებს. ამ პრობლემას დაწყებითი კლასის სინდრომი ეწოდება.
მხედველობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ბავშვს მხედველობის ჰიგიენის დაცვა და თვალების მოდუნება უნდა ასწავლოთ.
მეცადინეობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას: ოთახი მთლიანად უნდა იყოს განათებული, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ ამავე დროს ლოკალურ განათებასაც (მაგიდის
ნათურის) გამოიყენებთ.
მხოლოდ ლოკალური განათება მხედველობისთვის მავნებელია. იმავე პრინციპით არ შეიძლება კომპიუტერის ეკრანისა და ტელევიზორის სიბნელეში ყურება.
აუცილებელია თვალებსა და წიგნს შორის ოპტიმალური მანძილის დაცვა. მეცადინეობისას, სასურველია, ბავშვი ყოველ 40-45 წუთში ერთხელ 10 წუთით შევასვენოთ.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას.
რაც შეეხება კონტროლს, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, გადააკონტროლეთ მხედვლობის მდგომარეობა.
აუცილებლად ჰკითხეთ ოფთალმოლოგს, როდის უნდა დაგეგმოთ შემდეგი ვიზიტი. ( ინდივიდუალურია )
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!