კითხვა: თქვენთან თუ კეთდება მხედველობის დაქვეითების მკურნალობა და თვალის ოპერაცია და რა თანხა ჯდება, ვარ პენსიონერი 68 წლის წინასწარ გიხდით მადლობას,მყავს რაჭველი ცოლი.
პასუხი:
მოგესალმებით!
დიახ, ჩვენს კლინიკაში კეთდება მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ოპერაცია, თუმცა დასადგენია რამ გამოიწვია დაქვეითება:
- კატარაქტა;
- გლაუკომა;
- ბადურის ჩამოშლა.
რაც შეეხება დაფინანსებას, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციაზე, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს, ჩაეწერეთ წინასწარ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. ექიმი დაგიწერთ ფორმა 100–ს, შემდეგ ამ ფორმა 100–ის საფუძველზე კლინიკა გაგიმზადებთ კალკულაციას, წაიღებთ გამგეობაში და დაელოდებით დაფინანსებას, რომლის მოპოვების შემთხვევაშიც, გეცნობებათ სმს შეტყობინების სახით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!