მონოციტოზი - პრობლემა

კითხვა: გამარჯობათ სისხლის ანალიზში მონოციტების რაოდენობა მაქვს 12 სადაც ნორმა 3 დან 9 მდეა და რაიმე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს და მიზეზი თუ შეგიძლიათ ამიხსნათ ამ ფაქტორის. ვარ 22 წლის
პასუხი:

მოგესალმებით!  მოგახსენებთ , რომ  მონოციტების პროცენტული მაჩვენებლის მატება - მონოციტოზი შეფარდებითია (ანუ ლეიკოციტების სხვა ფორმების შემცირების ხარჯზე აღინიშნება) ან  აბსოლუტური. ანუ , უნდა ინახოს ლეიკოციტური ფორმულა. ზოგადად მონოციტოზი აღინიშნება სხვადასხვა ინფექციების (ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული, ტუბერკულოზური), სისხლის პათოლოგიების, კოლაგენოზების (სისტემური დაავადებების), აგრეთვე წყლულოვანი კოლიტისა და ენტერიტის დროს. სისხლის ანალიზი მთლიანობაში უნდა შეფასდეს ექიმის მიერ. ჩვენი რჩევა იქნება გაიაროთ კონსულტაცია ჰემატოლოგთან . შეგიძლიათ  მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში. გვაქვს ჰემატოლოგიის განყოფილება . დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  577 119 119  ან  202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას

გამოაგზავნეთ შეკითხვა