სახსრების ტკივილი

კითხვა: მოგესალმებით. მაინტერესებს სახსარში ტკივილის დროს რა კვლევებია ჩასატარებელი და რომელი პროფილის ექიმს მივმართოთ.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით! სახსრების ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ტკივილი სახსრებში ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. სახსრების ტკივილის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია: დეფორმაცია, ტკივილი, სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა. თქვენ გესაჭიროებათ თერაპევტი ან რევმატოლოგი, გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა