კითხვა: გამარჯობა ვარ 27 კვირის ორსული, აღრიცხვაზე ვარ ავერისის კლინიკაში მაგრამ მიწევს საკეისროს გაკეთება. მინდა ალეკო დიაკონიძეს აყვანა და თქვენთან რა ვადაზე უნდა მოვიდე?
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად საკეისრო კვეთებზე დაწესებულია მკაცრი მეთვალყურეობა და ვაკეთებთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
ამიტომ სხვა კლინიკაში აღრიცხვაზე მყოფი პაციენტის შემთხვევაში, მითუმეტეს, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს.
თუმცა, ცხადია, რაკი გაქვთ ბატონი ალეკოს მიმართ ნდობა გამოცხადებული, აჯობებს პირადად მას გაესაუბროთ და ეს გააკეთოთ რაც შიძლება მალე.
ასე, რომ გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ბატონ ალეკო დიაკონიძესთან.
უშუალო ვიზიტისას, ბატონი ალეკო თავად მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თქვენთვის საჭირო ყველა საკითხზე.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!