კითხვა: მოგესალმებით. ადლობთ რომ ამომწურავად პასუხობთ კითხვებს. მაინტერესებს 37 კვირიდან ნორმალურია თუ არა მშობიარობის დაწყება? 36 კვირა ხომ 9 თვეს უდრის თუმცა მთლად 9 თვე არ გამოდის რადგან მოსვლის დღიდან ითვლით ორსულობას და ფიზიკურად ხომ შეუძლებელია მაგ დღეს დარჩე.
პასუხი:
მოგესალმებით,
ნაყოფს ფილტვები უკვე ჩამოყალიბებული აქვს დამოუკიდებლად სუნთქვისათვის. შესაბამისად, ორსულობის 37-ე კვირას, ნაყოფი უკვე ზრდადასრულებულად ითვლება და ნორმალურია თუ მშობიარობა ამ ვადაზე დაგეწყებათ.
ზოგადად აუცილებელია მუდმივი კონტაქტი გქონდეთ მეან–გინეკოლოგთან და მას მიმართოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებით.
უნდა ჩატარდეს დიფერენციული დიაგნოზი მოსალოდნელ ნაადრევ მშობიარობასა და უკვე დაწყებულ ნაადრევ მშობიარობას შორის, რაც მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !