კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს მშობიარობა რა ჯდება თქვენთან
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მშობიარობის ღირებულებაა 700 ლარი, ამაში შედის 2 საწოლიანი პალატა – 4 ჯერადი კვებით.
ამ 700 ლარიდან, საყოველთაო აფინანსებს 500 ლარს.
ცალკე ფასია : გაუტკივარება - 170 ლარი.
ხოლო, საკეისრო კვეთის ღირებულებაა 1050 ლარი.
თუ სამედიცინო ჩვენებით კეთდება საკეისრო, საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს 800 ლარს.
თუ თქვენი სურვილით გსურთ, მაშინ - 500 ლარს.
პალატა არის 2-3 ადგილიანი, რისი ღირებულებაც შედის 1050 ლარში.
ხოლო თუ გნებავთ VIP პალატა, (საყოველთაო ჯანდაცვა არ ანაზღაურებს) მისი ღირებულებაა 500 ლარი.
ჩვეულებრივ და VIP პალატებშიც კვება არის ოთხჯერადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !