მუხლების ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: ვიცი რომ ექიმთან უნდა მივიდე,მაგრამ ვგუგლავდი მუხლის სხვადასხვა ტკივილებს და ვერსად ვერ ვნახე ისეთი სიმპტომები რაც მე მაწუხებს. ხშირად მიბუჟდება ორივე ფეხი.მუხლს რაც შეეხება ისეთი ტკივილები მაქვს სიტყვებითაც ვერ ავღწერ, თითქოს რკინის ოყოს ან "პლოსკოთი" მიჭერდნენ მუხლს. საშინელი ტკივილებია ძილოს დროსაც მაწუხებს. არც მეწვის,არც შესიებული მაქვს უბრალოდ შიგნით რაღაც მიჭერს და მთლიან ფეხს გადასცემს. რა შეიძლება იყოს ან რისი ბრალი? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პოლიართრიტი;
  • ანამნეზური მონაცემები;
  • რამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლების ტკივილი.

დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა თქვენს ჩივილებს იწვევდეს პოლიართრიტი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სახსრის ანთებაა, ეს შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ისე გამოწვეული სხვა მიზეზებით – ტრავმები, იმუნური და მეტაბოლური დარღვევები, რის შედეგადაც ვლინდება ტკივილი, დისფუნქცია სახსრებში და ა.შ.
დიაგნოსტირების თვალსაზრისით გასათვალისწინებელია:

  • ტკივილის დასაწყისი - მწვავეა, მუდმივი, თანდათანობითი, შეტევითი თუ ყრუ;
  • გავრცელება - ლოკალურია, წერტილოვანი თუ დიფუზური;
  • ხასიათი - სტარტულია, მექანიკური, მოსვენებისას აღინიშნება, დილით თუ ღამით და ასე შემდეგ;
  • თქვენი ასაკი;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • სხვა დაავადების (ტუბერკულოზი, დიაბეტი, ინფექციური ან ვენერული დაავადებები) თანაარსებობა.

muxlebis_tkivili

ზოგადად, მუხლების ტკივილი შეიძლება, მრავალმა დაავადებამ გამოიწვიოს, მათ შორისაა:

  • ინფექციური (რევმატიზმი, ინფექციური ართრიტები);
  • იმუნოლოგიური (სისტემური დაავადებები) ფაქტორები;
  • ტრავმა და მიკროტრავმა;
  • ოსტეოართროზი;
  • მიკროცირკულაციის მოშლა;
  • გონართროზი;
  • პოდაგრა;
  • რეაქტიული ართრიტი;
  • რეიტერის დაავადება;
  • ნეიროენდოკრინული დარღვევები;
  • მუხლის იოგოვანი აპარატის დაზიანება;
  • მენისკი.

სწორედ ამიტომ, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. სასურველია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთა კონსულტაციაზე. აუცილებელია კლინიკური გასინჯვა, ამის შემდეგ ექიმი შეადგენს გამოკვლევების რაციონალურ სქემას, რომელიც სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა