ნაადრევი სქესობრივი მომწიფება - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით, მყავს რვა წლის გოგონა.რომელსაც აქვს თეთრად შლა, იქნებ მირჩიოთ რამე ვის მივმართო. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რომელიც 8-დან 10-წლამდე გოგონებში იჩენს თავს.
ამ დროს გარდა გინეკოლოგირი პათოლოგიებისა, შესაძლოა ჩართული იყოს ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
აუცილებელია, შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობა. გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში მოზარდთა გინეკოლოგსა და ენდოკრინოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა