ნაყოფის პრენატალურ განვითარებაში ჩამორჩენა ( დამატებითი პასუხი) - ორსულობა

კითხვა: დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და ყურადღებისთვის.ნეტა თბილისში ვცხოვრობდე აქ საკითხავი არ გამიხდებოდა არაფერი და სანერვიულო.32 წლის ასაკში 7 წლიანი უშვილობის შემდეგ უმკურნალებლად ღვთის სასწაულად დავორსულდი და ძლივს მოვედი აქამდე და ახლა არ მინდა რომ რამე შეცდომა მოხდეს.ვეღარ გავიგე რა ვქნა და რომელს დავუჯერო ჩემს ექიმს თუ მეანს.მთელი ორსულობა ვისთანაც ვიარე აღრიცხვაზე ის 5-7 დღით ადრე ყველაზე დიდი შეწყვეტას მეუბნება მშობიარობის და საკეისროს შემთხვევაში რომელიც არ უნდა ავირჩიო.მე საკეისრო მაქვს გადაწყვეტილი.მეანი კიდე 2 კვირით ადრე შეწყვეტას მთხოვს და იჯინებს და არც არაფერს მიხსნის.მხოლოდ იმაზე ფიქრობს და ორიენტირებულია და ამახვილებს ყურადღებას სისხლდენა არ ატყდეს და გამოიწვიოს,ამას ახსენებს მხოლოდ.ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცე და რომელს უნდა ვენდო?საერთოდ ყველაზე დიდი რამდენი ხნით ადრე წყდება კლექსანი საკეისროს დროს?
პასუხი:

ქალბატონო,
პრეპარატი „კლექსანი“ წარმოადგენს ჰიპოკოაგულაციურ პრეპარატს, ანუ სისხლის შედედების დამაქვეითებელს.
არსებობს „კლექსანის“ შეყვანის შეწყვეტიდან, მისი მოქმედების შეწყვეტის ვადები. ეს ვადა უნდა იქნეს დაცული.
შესაბამისად, მისი შეწყვეტა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, რომელიც უნდა განისაზღვროს ლაბორატორიული კვლევის შედეგად.
მისი მოხსნიდან 24 საათის შემდეგ, მას აღარ აქვს მოქმედება. თუმცა, უნდა მოიხსნას თუ არა პრეპარატი საკეისრო ჩარევის გამო, შესაბამისი სპეციალისტის გადასაწყვეტია.
შესაძლოა არც კი დადგეს მისი შეწყვეტის საჭიროება, რადგან მას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენება როდესაც ორსულობა მიმდინარეობს მეან–გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, პრეპარატი „კლექსანით“ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, ხდება დინამიკაში დაკვირვება, შემდეგ კლინიკურ–ლაბორატორიული ჩვენება თუ არ გამოსწორდა და თუ ნაყოფის ზრდის სტიმულირება და გესტაციურ ვადასთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ იქნება მიღწეული, აუცილებელია ორსულის ჰოსპიტალიზება , რასაც სავარაუდოდ გირჩევთ თქვენი მეან–გინეკოლოგი.
ვიმედოვნებთ, კლინიკა, სადაც თქვენ იმყოფებით სარგებლობს თანამედროვე გაიდლაინებით და ითვალისწინებს პროტოკოლით გათვალისწინებულ მეთოდებს.
მიმოწერის რეჟიმში, შეუძლებელია ვმართოთ პაციენტის ორსულობა.
შესაბამისად, მოითხოვეთ გაგარკვიონ ვითარებაში და დაწვრილებით აგიხსნან ექიმებმა გადაწყვეტილების მნიშვნელობა და საჭიროება. ეს თქვენი უფლება და მათი კომპეტენცია–ვალდებულებაა !

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა