ნეკნის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ორი დღის წინ დამეწყო მარცხენა ნეკნის ტკივილი, მხოლოდ სიარულისას, ჯდომისას ან წოლისას არ მტკივა, ასევე ორი დღეა, რაც ისეთი შეგრძნებები მაქვს, აი თვალი რომ ათამაშდება, ოღონდ მე თვალზე არ მაწუხებს, ზოგადად, მაგალითად, ზურგზე ან ფეხზე შეიძლება ვიგრძნო თითქოს წამიერად რაღაც ათამაშდა და რა მაინტესებს, ეს საშიში ხომ არაა? ან გადაღლას ხომ არ შეეძლო გამოეწვია?ვარ 19 წლის.ნევროლოგთან აუცილებლად მივალ, მაგრამ იქნებ მანამდე თქვენ მითხრათ რამე:/
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ვეცდებით ზოგადად მოგახსენოთ.
შესაძლოა ეს იყოს ნეკნთაშუა ნევრალგია, სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს. წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმული ხასიათის. ძალიან ხშირად პაციენტები ნეკნთაშუა ნევრალგიას ურევენ ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს კუნთების ტკივილში, გულმკერდის ტრავმატული დაზიანებები, რომლებსაც ნეკნთაშუა ნერვის გარსების კომპრესია ან გაღიზიანება მოსდევს, ვლინდებიან მწვავე ლოკალური ან გარშემოვლითი ტკივილით ნეკნთაშუა არეში. ეს ტკივილი შეიძლება ნეკნთაშუა ნერვის დაზიანების მხრიდან გადაეცეს მკერდში.
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის და ნეკნთაშუა ნევრალგიის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდისა და გულმკერდის გამოკვლევის დამატებითი აპარატული მეთოდები.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და დადგინდება გამომწვევი მიზეზი.
ასევე, შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა