ნეკნის ტკივილი - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. დაახლოებით ორი წლის წინ დაცემის შედეგად დამიზიანდა მარცხენა ქვედა ნეკნი.წამიერი,ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.რამდენიმე ხანი მტკიოდა,შემდეგ გამიარა.ახლა კი ისევ თავი შემახსენა.ხელის დადებისასაც ცოტა მტკივა.მაინტერესებს რამდენად საშიშია და შეგიძლიათ თუ არა რამე მირჩიოთ. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია დიაგნოსტირება, თუმცა სავარაუდოდ საქმე ეხება ნეკნის მოტეხილობას, რაც შესაძლებელია მოხდეს მექანიკურად , ტრავმის შედეგად.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ აღნიშნული კვლევა, რის შემდეგაც შესაბამისი სპეციალისტი, გაგიწევთ მომსახურებას და დაგინიშნავთ მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა