მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა ვეცდებით ზოგადად მოგახსენოთ.
შესაძლოა, ჩვილის გამომწვევი იყოს ნეკნთაშუა ნევრალგია, სინდრომი წარმოადგენს ნეკნების პროექციაში გულმკერდის არის გარშემოვლით მწვავე ტკივილს. წარმოშობით ეს ტკივილები ნეკნთაშუა ნევრალგიის დროს შეიძლება იყოს ვირუსული ან ტრავმული ხასიათის. ძალიან ხშირად პაციენტები ნეკნთაშუა ნევრალგიას ურევენ ხერხემლის სვეტის გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს კუნთების ტკივილში, გულმკერდის ტრავმული დაზიანებები, რომლებსაც ნეკნთაშუა ნერვის გარსების კომპრესია ან გაღიზიანება მოსდევს, ვლინდებიან მწვავე ლოკალური ან გარშემოვლითი ტკივილით ნეკნთაშუა არეში. ეს ტკივილი შეიძლება ნეკნთაშუა ნერვის დაზიანების მხრიდან გადაეცეს მკერდში.
გარდა ამისა, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს პნევმონიის შესაძლებლობა, თუმცა ამ მოსაზრებას უნდა ამყარებდეს დამატებითი კლინიკური ნიშნები, რომელთა შესახებ თქვენს წერილში არაფერი ჩანს.
ხერხემლის გულმკერდის არის ტკივილის, ნეკნთაშუა ნევრალგიის ან პნევმონიის დიაგნოზზე ეჭვის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ხერხემლის სვეტის გულმკერდისა და გულმკერდის გამოკვლევის დამატებითი აპარატული მეთოდები.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა,დაგენიშნებათ კვლევები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება ექიმი–თერაპევტი.
ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/nevrologia/20
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!